BTU-მ საერთაშორისო კონფერენცია EUMMAS-თან პარტნიორობით ჩაატარა
05 ივლისი 2021

ივლისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებითა და ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიურ კონსორციუმთან პარტნიორობით საერთაშორისო კონფერენცია – „ინიციატივა 5.0“ ციფრული ეკონომიკა და პანდემია - ჩატარდა

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: BTU-სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევრები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიებაზე, კვლევების პრეზენტაცია ჩაატარეს ადგილობრივმა და საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევრებმა.

შეხვედრა გახსნეს:

  • ნინო ენუქიძე - BTU-ს რექტორი;
  • პროფ. მილე ვასიჩი - EUMMAS-ის პრეზიდენტი.
                                                 alt

კვლევები წარადგინეს:

ხათუნა ბურკაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ციფრული საგარეო პოლიტიკისკენ"

მაია მელიქიძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა:  „მწვანე ენერგიის (მზის ენერგიის) შესაძლებლობები - ბიზნეს მოდელი"

ნინო მიქავა - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ელექტრონული ჯანდაცვის ბარიერები და გამოწვევები საქართველოში“
მარიამ ლაშხი - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები"

ანი ვაშაყმაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა:  „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“

ცოტნე ჟღენტი - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა:  „ციფრული ნდობის ფორმირების პროცესი საქართველოში“

ვახტანგ ჩქარეული - BTU-ს ასოცირებული პროფესორი
კველვა: ,,კაპიტალის ბაზრის ფორმირება საქართველოში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის შესაძლებლობები მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე"

ლადო სირდაძე - BTU-ს ასოცირებული პროფესორი
კვლევა: ,,საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, სტარტაპ სტატუსი და სხვა მექანიზმები"

მაქსიმ ბელიცკი - ასოცირებული პროფესორი მეწარმეობასა და ინოვაციაში, რიდინგის უნივერსიტეტი (UK)
კვლევა: “Have female entrepreneurs did better in the COVID-19?”

კასენ პანაიტესკუ - ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პლოეშტის ნავთობისა და გაზის უნივერსიტეტი (რუმინეთი)                                                                                                                                                                                    კვლევა: "Green Corrosion Inhibitors for Offshore Oil ang Gas Structure"

შანმუგან ჯოგი - ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, სქაილაინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UAE)
კვლევა: ""Impact of Social Media on Higher Educational Sector with Reference to Indian Context"

პრანავ კუმარი - პროფესორი, სქაილაინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UAE)
კვლევა: ""A Novel Approach to Conducting Business research after Covid-19: Incorporating Crisis Elements in the Study Frameworks"

მანუელ რიოს დე ჰარო - გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
კვლევა: ""Implementation of Digital Enabling Technologies in the Manufacturing Industry"


alt

კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო ექსპერტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.