MigApp - მიგრანტების საჭიროებებზე მორგებული აპლიკაცია
06 აგვისტო 2021
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით,  პროექტ [georgia.iom.int/EMERGE]EMERGE-ის ფარგლებში, აპლიკაცია MigApp მოარგო საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებებს.

აპლიკაციის დახმარებით, მიგრანტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია მიგრაციის სერვისებზე, სამედიცინო მომსახურებასა და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე. ასევე, მიგრანტებს აქვთ წვდომა საგანგებო და აუცილებელ საკონტაქტო ინფორმაციასა და ლოკაციებზე დანიშნულების ქვეყნებში. აპლიკაციის საშუალებით მიგრანტები ასევე იღებენ ინფორმაციას გლობალური ინციდენტების შესახებ.

აპლიკაცია იძლევა მიგრანტსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს შორის საჭიროების შემთხვევაში თარგმანის შესაძლებლობას მასში ჩაშენებული Dr. Translate-ის საშუალებით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე