გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის სრული დაფინანსებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით კავკასიის პირველი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა იწყება
02 სექტემბერი 2021

კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობით / 2-11 სექტემბერს კავკასიის პირველი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: „Digital Competences and Social Responsibility ჩატარდება, რომლის მონაწილეებიც გერმანელ და ქართველ სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად აზერბაიჯანელებიც იქნებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტი და 1 ლექტორი ჩაერთვება საზაფხულო სკოლის მიმდინარეობაში, რომელიც ინტენსიურ ვებინარებს, ლექციებს, ინტერვიუებსა და ვორქშოფებს აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.