ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
14 ივლისი 2021

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა

ეტაპი

ვადა/თარიღი

შენიშვნა

 

1

მაგისტრანტობის კანდი­დატ­თა საბუთების მიღება

25.08-30.08.2021


საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად - ბმულზე.

 

2

შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში

01.09.2021

მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82

დაზუსტებული დრო განთავსდება ვებ-გვერდზე

გამოცდის შედეგების გამოცხადება

04.09.2021

www.btu.edu.ge

გამოცდების შედეგების გასაჩივრება:

სამუშაო საა­თე­ბი: 1000-1800 სთ.

email: admissionmba@btu.edu.ge

1. საპრეტენზიო განცხადების მიღება

06.09.2021

2. შედეგების გამოცხადება

07.09.2021

www.btu.edu.ge

 

3

გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან

06.09-09.09.2021

მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82

დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge)

გასაუბრების შედეგების გამოცხადება

10.09.2021

www.btu.edu.ge

გასაუბრების შედეგების გასაჩივრება:

სამუშაო საა­თე­ბი: 1000-1800 სთ.

email: admissionmba@btu.edu.ge

1. საპრეტენზიო განცხადების მიღება

13.09.2021

2. საბოლოო შედეგების გამოცხადება

14.09.2021

www.btu.edu.ge

4

სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება

შედეგების გამოცხადებიდან 15.09.2021 ჩათვლით

ელექტრონულად

5

სწავლის საფასურის გადახდა

16.09.2021

 

6

ჩარიცხვის ერთიანი აქტის გა­მო­ცემა

17.09.2021

 



რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი) (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
  • ფოტოსურათი 3x4;
  • სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი)
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ასლი და დანართი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ასატვირთია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (სასწავლო ბარათი) (ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის და დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - ასევე ასატვირთია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

  • მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძ­ლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პრო­გ­რამის აღ­წე­რი­ლო­ბას, გაე­საუბ­როს პროგ­რა­მის ხელმძღ­ვა­ნელს, მიიღოს ან დაა­­ზუ­ს­­ტოს ინ­ფორ­­მა­­ცია პრო­გ­რა­მის შესახებ, მიი­­­­ღოს რე­კომენ­და­ცი­ე­ბი და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინ­ფორ­მაცია“);
  • მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები (იხ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნი­ვერ­სი­ტე­ტში შიდა გამოცდაზე ქცევის და შეფასების წესი); ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს B1 დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ.: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული ვალიდური სერტიფიკატი/მოწმობა/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატი (მაგ.,TOEFL (Paper) – 477-510; TOEFL (CBT)- 153-180; TOEFL (IBT)-53-64; IELTS-4.5-5.0; Cambridge Exam- PET (IELTS 4.5); CEFR- (IELTS 4.5); VEC Online Score-58-65). ამ შემთხვევებში ინგლისური ენის გამოც­დაში მაგისტრანტობის კან­დი­დატს ენი­ჭე­­ბა მაქსი­მა­ლუ­რი ქუ­ლა. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან გასაუბრების ეტაპზე;

იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:

 
  • კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით.

გასაუბრება ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  • მოტივაცია
  • განათლება
  • სამუშაო გამოცდილება

  • მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთ­ა­ნ­ხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შე­ფასებას, შე­უ­ძლია ბუ-ს მიერ და­­დ­გენილ ვა­­­და­ში გაასაჩვროს მიღებული შეფასება;
  • საერთო სა­მა­გისტრო გამოცდისა და ბუ-ს შიდა გა­მოც­­დ(ებ)ის შე­დე­­გად გამოვ­ლი­ნ­დება ის მა­გისტ­­რან­ტო­­ბის კანდიდატი, რო­მე­ლიც უფლე­ბას მო­ი­პო­­ვებს სწავ­ლა განაგ­რ­ძოს ბუ-ს შე­სა­­ბამისი სა­გა­ნ­­მა­ნა­თ­ლებლო პროგ­რა­მული მი­მარ­თ­ულე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლე­ბ­ლო პროგრამის მა­გი­ს­ტ­რა­­ტუ­რაში (ბოლო ვაკანტურ ად­­გილზე გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე თანაბარქულიანი მა­გი­ს­ტ­რანტობის კანდიდა­ტე­ბის არსებობის შემთხ­ვე­ვაში - პირი, რო­მელსაც საერთო სამაგისტ­რო გამოცდაში აქვს მი­ღებული მეტი ქუ­ლა).

საკონტაქტო ინფორმაცია

მისა­მარ­თი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82                           

ვებ­გვე­რდი:  www.btu.edu.ge                                                                            

ელ.ფოს­ტა: admissionmba@btu.edu.ge

სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარ­და                  

სა­კონ­ტაქტო ტელ.:  (+99532) 2 195 015
სამუშაო საა­თე­ბი: 10:00 - 18:00 სთ.

ბეჭდვა