ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა
საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
ეტაპი |
ვადა/თარიღი |
შენიშვნა |
|
1 |
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება |
25.08-30.08.2021 |
|
2 |
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში |
01.09.2021 |
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დაზუსტებული დრო განთავსდება ვებ-გვერდზე |
გამოცდის შედეგების გამოცხადება |
04.09.2021 |
||
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: |
სამუშაო საათები: 1000-1800 სთ. email: admissionmba@btu.edu.ge |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება |
06.09.2021 |
||
2. შედეგების გამოცხადება |
07.09.2021 |
||
3 |
შიდა გამოცდა |
07.09.2021 |
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება |
10.09.2021 |
||
შიდა გამოცდების შედეგების გასაჩივრება: |
სამუშაო საათები: 1000-1800 სთ. email: admissionmba@btu.edu.ge |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება |
13.09.2021 |
||
2. საბოლოო შედეგების გამოცხადება |
14.09.2021 |
||
4 |
სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება |
შედეგების გამოცხადებიდან 15.09.2021 ჩათვლით |
ელექტრონულად |
5 |
სწავლის საფასურის გადახდა |
16.09.2021 |
|
6 |
ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა |
17.09.2021 |
|
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი) (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3x4;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ასლი და დანართი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ასატვირთია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (სასწავლო ბარათი) (ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის და დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - ასევე ასატვირთია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“);
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები (იხ. "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შიდა გამოცდაზე ქცევის და შეფასების წესი“); ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ.: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული ვალიდური სერტიფიკატი/მოწმობა/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატი (მაგ.,Cambridge English First (FCE), IELTS 5-6.5, TOEFL paper 513-547, TOEFL iBT - 72-94, PTE General Level 3 59-75, BEC Vantage, TOEIC Listenins and Reading - 785, TOEIC Speaking and Writing - 310, Trinity ISE II). ამ შემთხვევებში ინგლისური ენის გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატს ენიჭება მაქსიმალური ქულა. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე;
- კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ სპეციალობის შიდა გამოცდის შედეგების მიხედვით.
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში - პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: admissionmba@btu.edu.ge
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
საკონტაქტო ტელ.: (+99532)
2 195 015
სამუშაო
საათები: 10:00 -
18:00 სთ.