აბიტურიენტთა საყურადღებოდ
19 აგვისტო 2021

 

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურები, ვადები და სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები

აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება 2021 წლის 02 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად.

იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოიპოვს სტუდენტის სტატუსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:


პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია 

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, მითითებულ ბმულზე.


რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი: 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
  • ფოტოსურათი 3x4;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე ასატვირთია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასატვირთია პირის დაბადების მოწმობა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დაბადების მოწმობის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).

მეორე ეტაპი - სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადახდა

სტუდენტის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ელექტრონულად, ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდგომ.

პირველი წლის სწავლის საფასურის გადახდა ხდება სრულად.

2021-2022 სასწავლო წლის პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადა არის 16 სექტემბრის 18:00 საათი.


სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადახდის შემდეგ სტუდენტები 18 სექტემბერს BTU CLASSROOM-ში დაინახავენ ცხრილს. 


BTU CLASSROOM-ში შესასვლელი მომხმარებლის სახელს და პაროლს აბიტურიენტი ნახავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლოს, მიმაგრებულ PDF დოკუმენტში. 


მესამე ეტაპი - სასწავლო პროცესის დაწყება

სასწავლო პროცესი დაიწყება 20 სექტემბერს.

სასწავლო პროცესში ორიენტაციის მიზნით ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად. კონკრეტულ დროს აბიტურიენტი ნახავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლოს მიმაგრებულ PDF დოკუმენტში. ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა უკლებლივ ყველა სტუდენტისათვის (მოხდება ტრენინგზე დამსწრე სტუდენტების აღრიცხვა).


დამატებითი ინფორმაცია


საფასურის გადახდა

სტუდენტები, რომლებიც 16 სექტემბრის ვადაში არ გადახდიან სწავლის საფასურს, ვერ შეძლებენ BTU CLASSROOM-ში შესვლას, სასწავლო ცხრილის ნახვას 18 სექტემბერს და სასწავლო პროცესში ჩართვას 20 სექტემბრიდან.

სტუდენტებს, რომლებიც 04 ოქტომბრამდე არ გადაიხდიან სწავლის საფასურს შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი, რომელიც რეგულაციების მიხედვით, იგივე სემესტრში აღდგენას არ ექვემდებარება.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგი ბანკების ონლაინ მომსახურებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით: 

თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი, პაშა ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.

გადახდა ხორციელდება შემდეგი პროცედურით: კომუნალური გადახდები > განათლება > ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი > სტუდენტის პირადი ნომერი > თანხის დაფიქსირება > გადახდა.

აღნიშნული მეთოდით, თანხა სტუდენტის საუნივერსიტეტო ბალანსზე აისახება მომენტალურად. მნიშვნელოვანია, გადახდის მომენტში ყურადღება მიაქციოთ ბანკის საკომისიოს, რომელსაც ყველა ბანკი თავად აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ გადახდას განახორციელებთ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი


მიმღების დასახელება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსტეტი

ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE38TB7860536020100006 GEL

ბანკის დასახელება: ს.ს “თიბისი ბანკი”, საქართველო

ბანკის კოდი: TBCBGE22

გაითვალისწინეთ, რომ საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადარიცხვის შემთხვევაში, თანხა სისტემაში აისახება რამდენიმე დღის შემდეგ.


საფასურის გაყოფა 

სწავლის წლიური საფასურის ორ ნაწილად გაყოფა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე, მიზეზის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. განცხადება აბიტურიენტმა უნდა გადმოგზავნოს ელექტრონული რეგისტრაციის და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. აბიტურიენტი მის განცხადებაზე პასუხს იხილავს 2-5 სამუშაო დღეში (გაითვალისწინეთ, რომ თანხის გაყოფაზე განცხადების მიღება ხდება 13 სექტემბრის ჩათვლით).

საფასურის განაწილების საფუძველი შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემული შემთხვევები ან სხვა სახის მიზეზი, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტით და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს რელევანტურად.



N

მიზეზი

დამადასტურებელი დოკუმენტის სახე

1

დაბალი შემოსავალი

მშობლის ან სტუდენტის სახელფასო ცნობა

2

შემოსავლის არ ქონა

ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან

3

მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა

დედ-მამიშვილების დაბადების მოწმობები

4

სოციალურად დაუცველის სტატუსი

დამადასტურებელი საბუთი

5

დევნილის სტატუსი

დამადასტურებელი საბუთი

6

ჯანმრთელობის პრობლემები

ფორმა 100

7

მარჩენალის დაკარგვა

გარდაცვალების ცნობა

8

საბანკო ვალდებულებები

ამონაწერი ბანკიდან

9

ორი ან მეტი სტუდენტი ოჯახში

სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა



საკონტაქტო ინფორმაცია

მისა­მარ­თი: თბილისი 1062, . ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82

სა­კონ­ტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015

ვებ­გვე­რდიwww.btu.edu.ge

ელ.ფოს­ტა: info@btu.edu.ge

სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათკვირის გარ­და

სამუშაო საა­თე­ბი: 10:00 - 18:00 სთ.

ბეჭდვა