2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო 09.03.2021 და დასრულდება 31.07.2021. სასწავლო პროცესის (ლექციების) დასრულება: 19.06.2021. საგამოცდო პერიოდი: 28.06.2021-31.07.2021. საზაფხულო არდადეგები დაიწყება 2021 წლის 1 აგვისტოს. შენიშვნა: 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაწყების ზუსტი თარიღი არ არის ამ ეტაპზე ცნობილი.
აკადემიური კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
სტუდენტის მიერ BTU CLASSROOM- ის სისტემიდან გადმოგზავნილ განცხადებაზე პასუხის ნახვა შესაძლებელია ისევ რუბრიკაში ,,განცხადებები“ დაჭერით. თავდაპირველად განცხადებას აქვს სტატუსი ,,განხილვაში“. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია განიხილავს განცხადებას, მიენიჭება სტატუსი: დადებითი (რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და არის მწვანე ფერის) ან უარყოფითი (რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და არის წითელი ფერის). ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა განცხადების პასუხს ახლდეს კომენტარი, თუ რატომ დაკმაყოფილდა ან არ დაკმაყოფილდა სტუდენტის მოთხოვნა.
1.
2.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თუ შუალედური გამოცდის ფორმატი არის ჯგუფური პრეზენტაციის წარდგენა, ობიექტური მიზეზის საფუძველზე (შესაბამის ვადებში წარმოდგენილი განცხადების და დოკუმენტაციის საფუძველზე) გამოცდის აღდგენა შეუძლია მხოლოდ ჯგუფის იმ წევრს, ვინც წარადგენს აღნიშნულ განცხადებას და დოკუმენტაციას (და არა მთლიანად ჯგუფს).
სასწავლო კურსში კრედიტის მისაღებად ყველა ზემოაღნიშნული ზღვრების გადალახვის შემთხვევაში სტუდენტს უნდა ჰქონდეს ჯამურად მინიმუმ 51 ქულა. (საბოლოოდ, ჯამურად უნდა მიიღოს ერთ-ერთი დადებითი შეფასება (51-100 ქულა).
სწავლების პირველი წლის (პირველი კურსის) ბოლოდან სტუდენტს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს პროგრამის ცვლილება (მაგალითად მენეჯმენტის პროგრამიდან გადავიდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაზე). ამისათვის მან განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს (განცხადება იგზავნება BTU CLASSROOM- ის სისტემიდან), რექტორის ბრძანებით დამტკიცებულ მობილობისათვის განსაზღვრულ ვადაში. განცხადების განხილვის შემდგომ, მომზადდება პროგრამული თავსებადობის დასკვნა, რომელზე ხელმოწერითაც სტუდენტი დაადასტურებს პროგრამის საბოლოო ცვლილებაზე თანხმობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის მობილობის წესში ცვლილების შესახებ ბრძანების №07/ნ საფუძველზე, ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ შიდა მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). მაგალითად თუ სტუდენტს სურს მენეჯმენტის პროგრამიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფინანსების პროგრამაზე შიდა მობილობის განხორციელება, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მათემატიკის საგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუ სტუდენტს არ აქვს აღნიშნული საგანი ჩაბარებული, აქვს შესაძლებელობა შესაბამის ვადებში დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის ჩაბარების მიზნით, ბმულზე
იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა (მაგალითად მენეჯმენტის პროგრამა) ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.
მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევა მიღებული შედეგი გამოიყენოს მობილობის მიზნებისათვის.
შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს. ისინი პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.
თუ სტუდენტს სტატუსის შეჩერების სემესტრში გავლილი აქვს აკადემიური რეგისტრაცია (დარეგისტრირებული აქვს სასწავლო კურსები და მიღებული აქვს შეფასებები), სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნული რეგისტრაცია უქმდება (უქმდება როგორც რეგისტრაცია სასწავლო კურსებზე, ასევე-შეფასებები)
სტანდარტულად სემესტრში რეკომენდებულია 30 კრედიტის არჩევა. შესაძლებელია სემესტრში სტუდენტს არჩეული ჰქონდეს 30 კრედიტზე ნაკლებიც (მაგალითად 29 კრედიტი), თუმცა აუცილებელია შემდეგ სემესტრებში სტუდენტმა დააბალანსოს აღნიშნული ნაკლული კრედიტი (მაგალითის მიხედვით აირჩიოს რომელიმე სემესტრში 31 კრედიტი), იმისათვის, რომ პროგრამის დასრულებისას (ბაკალავრების შემთხვევაში, 8 სემესტრის ბოლოს) ჰქონდეს სრული 240 კრედიტი. თუ სტუდენტს სემესტრში დაფარული აქვს 30 კრედიტის გადასახადი, თუმცა აირჩია ნაკლები კრედიტი (მაგალითად 29, 28 ან 27 კრედიტი), აღნიშნული ნაკლული კრედიტების საფასური მას ბალანსზე ენახება და შეუძლია შემდეგ სემესტრებში გამოყენება (შესაბამისად 30 კრედიტზე მეტის არჩევა).
სტუდენტს, რომელსაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრედიტების გარდა სურს დამატებითი კრედიტების არჩევა, შესაძლებლობა აქვს აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში დაარეგისტრიროს დამატებითი სასწავლო კურსები.
სემესტრში განსაზღვრულზე მეტ კრედიტებზე რეგისტრაცია დასაშვებია, თუ წელიწადში დატვირთვა არ გახდება 75 კრედიტზე მეტი (შემოდგომის სემესტრში არაუმეტეს 40, ხოლო გაზაფხულის სემესტრში არაუმეტეს 50 კრედიტისა).
ზემოთ მითითებული შემთხვევა (დამატებითი კრედიტები) იწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას და შესაძლებელია შესაბამის ვადებში შესაბამისი კრედიტების საფასურის გადახდის შემთხვევაში (1 კრედიტის ღირებულებაა 37.50 ლ).
გაზაფხულის სემესტრი როგორც პირველი, ასევე, მეორე და მაღალი წლის სტუდენტებისათვის დაიწყება 2021 წლის 9 მარტს. სწავლის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 მარტისა.
შესაბამის ვადაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა იწვევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას, რომელიც რეგულაციების მიხედვით, იგივე სემესტრში აღდგენას არ ექვემდებარება.
სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგი ბანკების ონლაინ მომსახურებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით: თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი, პაშა ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.
გადახდა ხორციელდება შემდეგი პროცედურით: კომუნალური გადახდები > განათლება > ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი > სტუდენტის პირადი ნომერი > თანხის დაფიქსირება > გადახდა.
აღნიშნული მეთოდით, თანხა სტუდენტის საუნივერსიტეტო ბალანსზე აისახება მომენტალურად. მნიშვნელოვანია, გადახდის მომენტში ყურადღება მიაქციოთ ბანკის საკომისიოს, რომელსაც ყველა ბანკი თავად აწესებს. იმ შემთხვევაში თუ გადახდას განახორციელებთ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი
მიმღების დასახელება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივევერისტეტი
ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE17PC0133600100066077 GEL
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი, საქართველო
ბანკის კოდი MIBGGE22
გაითვალისწინეთ, რომ საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადარიცხვის შემთხვევაში, თანხა სისტემაში აისახება რამდენიმე დღის შემდეგ.
განმეორებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან არანაკლებ 5 დღეში. სტუდენტს აქვს უფლება, გავიდეს განმეორებით გამოცდაზე იმ შემთხვევაში, თუ:
განმეორებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, სტუდენტს დასკვნით გამოცდაზე მიღებული ქულა უუქმდება და საბოლოო შეფასებაში უფიქსირდება განმეორებით გამოცდაზე მიღებული ქულა.
სტუდენტმა ხელახლა უნდა გაიაროს კურსი იმ შემთხვევაში, თუ მან შუალედურ (მათ შორის სემესტრული) და დასკვნით გამოცდებზე (მათ შორის განმეორებითი გამოცდის შედეგად) გადალახა მინიმალური ზღვრები, თუმცა მის მიერ დაგროვებული ქულათა ჯამი არ უტოლდება ან აღემატება 51-ს.
სტუდენტს კურსი ჩაეთვლება გავლილად და მას მიენიჭება კრედიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა სემესტრული და შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო ჯამურად ერთ-ერთი დადებითი შეფასება (51-100 ქულა).
ბტუ-ს შინაგანაწესის, სტუდენტის შესახებ ინფორმაციის მე-6 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, შეფასების/გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება:
1. თუ სტუდენტის ნაშრომი (შუალედური გამოცდა, დასკვნითი გამოცდა, სხვ.) ფასდება მხოლოდ ერთი შემფასებლის მიერ და სტუდენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას/ნაშრომის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას შეუძლია შეფასება/გადაწყვეტილება გამოცხადებიდან მომდევნო სამუშაო დღეს წერილობითი საპრეტენზიო განცხადებით გაასაჩივროს. საპრეტენზიო განცხადება იგზავნება BTU CLASSROOM- ის სისტემიდან, თავისუფალი ბლანკის საშუალებით;
2. პროტესტი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რას აპროტესტებს სტუდენტი. ზოგადი ხასიათის განცხადება არ განიხილება. გადაწყვეტილება პროტესტის განუხილველად დატოვებაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. საპრეტენზიო განცხადების განხილვა მიმდინარეობს ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით. განხილვის შედეგი სტუდენტისთვის ცნობილი ხდება საპრეტენზიო განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 05 სამუშაო დღეში.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა სასწავლო კურსში ვერ მოიპოვა კრედიტი (დადებითი შეფასება) და ეს კონკრეტული სასწავლო კურსი არის პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი, სტუდენტმა მომდევნო სემესტრებში უნდა აირჩიოს აღნიშნული კურსი. თუ ზემოაღნიშნული არ არის სავალდებულო კომპონენტი, შესაძლებელია სტუდენტმა ის ჩაანაცვლოს სხვა არჩევითი სასწავლო კურსით (მის ნაცვლად გაიაროს სხვა არჩევითი საგანი).
პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხორციელდება შერეული ფორმატით, რაც გულისხმობს თითოეულ სასწავლო კურსში (აკადემიური პერსონალის თანხმობით) შუალედური გამოცდ(ებ)ის, დასკვნითი გამოცდისა და აკადემიური პერსონალის მიერ რეკომენდებული კომპონენტების ჩატარების წინა კვირაში სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განხორციელებას. გამონაკლისს წარმოადგენს 19:00 საათიანი ლექციები კომენდანტის საათის ცვლილებამდე. აუდიტორიაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას პარალელურად კვლავ უზრუნველყოფილია Google Meet -ის მეშვეობით ჩართვა, რათა სასწავლო პროცესში შეუფერხებლად მიიღონ მონაწილეობა იმ სტუდენტებმაც, ვინც მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს (ან სხვა ობიექტური მიზეზით, მაგალითად არ აქვთ საცხოვრებელი თბილისში) და ვერ შეძლებენ უნივერსიტეტში მოსვლას. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, გამოცდების ჩატარება დაგეგმილია დისტანციურად (თუ განსხვავებული მითითებები არ იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან).
ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:
ჩვენთან არის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის პროგრამები: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
საბაკალავრო პროგრამების საფასური:
სამაგისტრო პროგრამების საფასური:
სადოქტორო პროგრამის საფასური
სწავლის საფასური შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგნაირად:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური უზრუნველყოფს ყველა საფეხურის სტუდენტის ჩართულობას გაცვლით პროგრამებში.
გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.
დამატებით ინფორმაცია
სტუდენტის კარიერული წინსვლის ხელშეწყობა ჩვენი კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზანია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს დასაქმდეს, სწავლის დაწყებისთანავე, შექმნას შთამბეჭდავი პორტფოლიო და სწრაფად გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი.
„სმარტსტუდენტი “- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით.
სტუდენტები საქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა.
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება ხდება 100-ქულიანი (max 100 ქულა) სისტემით . საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტთა შეფასების 100-ქულიანი სისტემა უშვებს 5 დადებით და 2 უარყოფით შეფასებას:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი - 91-100 ქულა
(B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა
(C) კარგი - 71-80 ქულა
(D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა
(E) საკმარისი - 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასებები:
(Fx) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა (სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება, ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
(F) ჩაიჭრა - 40 – 0 ქულა (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
სწავლის წლიური საფასურის გაყოფა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე, მიზეზის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. განცხადება სტუდენტმა უნდა გადმოგზავნოს BTU CLASSROOM- ის სისტემიდან. ამავე სისტემაში იხილავს სტუდენტი მის განცხადებაზე პასუხს 5 სამუშაო დღეში. საფასურის განაწილების საფუძველი შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემული შემთხვევები ან სხვა სახის მიზეზი, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტით და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს რელევანტურად.
N |
მიზეზი |
დამადასტურებელი დოკუმენტის სახე |
1 |
დაბალი შემოსავალი |
მშობლის ან სტუდენტის სახელფასო ცნობა |
2 |
შემოსავლის არ ქონა |
ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან |
3 |
მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა |
დედ-მამიშვილების დაბადების მოწმობები |
4 |
სოციალურად დაუცველის სტატუსი |
დამადასტურებელი საბუთი |
5 |
დევნილის სტატუსი |
დამადასტურებელი საბუთი |
6 |
ჯანმრთელობის პრობლემები |
ფორმა 100 |
7 |
მარჩენალის დაკარგვა |
გარდაცვალების ცნობა |
8 |
საბანკო ვალდებულებები |
ამონაწერი ბანკიდან |
9 |
ორი ან მეტი სტუდენტი ოჯახში |
სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა |
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ინტელექტუალური პოტენციალის და შესაძლებლობების განვითარების მიზნით, შეუძლია მიიღოს დამატებით განათლება ბტუ-ში:
1. დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ბტუ-ს ვებგვერდზე განთავსებული პროგრამის აღწერილობას, პროგრამების სასწავლო კუმპონენტიდან აირჩიოს მისთვის სასურველი სასწავლო კურს(ებ)ი/მოდულ(ებ)ი და მიმართოს ბტუ-ს რექტორს განცხადებით აღნიშნულის თაობაზე:
2. განცხადებას განიხილავენ ბტუ-ს ფაკულტეტის დეკანი და შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელი;
3. დაინტერესებულ პირს შეუძლია გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს/დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის და სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები მისი კვალიფიკაციის და სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის სპეციფიკის შესაბამისობიდან გამომდინარე და თავად განსაზღვროს მის მიერ შერჩეული სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის შესწავლის მიზანშეწონილობა;
4. არჩეული სასწავლო კურსის/მოდულის გავლა: ა) რეკომენდირებულია იმ პირთათვის, რომელთა კვალიფიკაცია/განათლების საფეხური შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სფეროს და განათლების საფეხურს, ბ) არ რეკომენდირებული იმ შემთხვევაში თუ სწავლის მსურველი ვერ აითვისებს არჩეულ კომპონენტს მისი შესწავლის წინაპირებიდან გამომდინარე. უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად სწავლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირი თავად იღებს პასუხისმგებლობას სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის დაძლევაზე;
5. სწავლა-სწავლება განხორციელდება შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის სილაბუსების მიხედვით და გულისხმობს სილაბუსით ყველა გათვალისწინებული საკითხების შესწავლას და პირის გადაწყვეტილებით შესაბამისი აქტივობების შესრულებას და შეფასებას;
6. დაინტერესებული პირის მიერ გასათვალისწინებელია, რომ:
1) მსგავსი სწავლება არ წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს;
2) მსგავსი სწავლება არ გულისხმობს შესაბამის სასწავლო კურს(ებ)ში/მოდულ(ებ)ში კრედიტების მინიჭებას - ბტუ-ს მიერ გაიცემა სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის მოსმენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბტუ-ს გადაწყვეტილებით ცნობა/მოწმობა/სერტიფიკატი/სხვ.
3) ბტუ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში არ მოხდება მოსმენილი სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის აღიარება საგანმანათლებლო პროგრამისმიზნებისთვის (არ იქნება მიჩნეული პროგრამის შესწავლილ კომპონენტად).
7. სწავლის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად: 1 საკონტაქტო საათისთვის დადგენილი ღირებულება x საკონტაქტო საათების რაოდენობაზე (1 საკონტაქტო საათის ღირებულება დგინდება თითოეული კონკრეტული სასწავლო კურსისთვის/მოდულისთვის);
8. ბტუ-ს და დაინტერესებულ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც იდება თავისუფალი მსმენელის სტატუსით კონკრეტული სასწავლო კურსების/მოდულების გავლის მიზნით და არეგულირებს მხარეთა ურთიერთობებს, უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის განათლებით მომსახურების საფასურის ოდენობას და გადახდის წესს.
GPA-ს დათვლის წესი მოცემულია ბაკალავრიატის დებულების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტში (სტუდენტის შეფასება). თუ სტუდენტს აქვს სურვილი, მიიღოს დაანგარიშებული, მისი GPA-ს შესახებ ინფორმაცია, შეუძლია დაწეროს განცხადება BTU CLASSROOM- ის სისტემიდან.
GPA-ს გამოთვლის პრინციპი:
1) ქვემოთ მოცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების (კოეფიციენტების) გაანგარიშების ერთ-ერთი მიზანია ბტუ-ში მიღებული შეფასებების აღიარების გამარტივება იმ უსდ-ის მიერ, რომელიც იყენებს საქართველოში მოქმედისგან განსხვავებულ, მათ შორის, GPA (Grade Point Average) შეფასების სისტემას, და საქართველოში მოქმედ შეფასების სისტემასთან ასეთ უსდ-ში მიღებული შეფასებების თავსებადობის დადგენა. სემესტრის/აკადემიური წლის GPA დამოკიდებულია სემესტრში/აკადემიური წლის განმავლობაში მისაღები და სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების რაოდენობაზე და პროგრამის კომპონენტებში მიღებულ შეფასებებზე (ქულებზე);
2) ქვემოთ მოცემული გამოთვლები შესრულდება დამატებითი შეფასებების ჩატარების შემდეგ, რადგან Fx შეფასების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით შეფასებაზე მიღებული ქულით შეიძლება დაუგროვდეს ერთ-ერთი დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა (კრედიტი ჩაეთვალოს მიღებულად). გაანგარიშებისას მიღებული ციფრები მრგვალდება შემდეგი პრინციპით: ოთხი და ოთხს ქვევით - სიმცირისაკენ, ხოლო ხუთი და ზევით - მეტობისაკენ.
3) ბტუ-ში სტუდენტის აკადემიური მოსწრების დონე განისაზღვრება მიღებული ქულებით (100-ქულიანი სისტემით) და აღნიშნული ქულების ექვივალენტით - საშუალო აკადემიური შეფასებით (GPA);
4) პროგრამის კომპონენტის GPA გამოითვლება ფორმულით: GPA = (X - 50) x 0.06 + 1.0. სადაც X - არის პროგრამის კომპონენტში მიღებული ქულა (100-ქულიანი სისტემით).
100-ქულიანი სისტემის ქულები - შესაბამისი GPA ქულა
100 - 4
99 - 3,94
98 - 3,88
97 - 3.82
X - (X-50) x 0,06+1.0
51 - 1,06
1- 50 - 0
GPA გამოითვლება მხოლოდ პროგრამის იმ კომპონენტებისთვის, სადაც სტუდენტს მიღებული აქვს კრედიტი (ერთ-ერთი დადებითი შეფასება);
5) სემესტრის GPA(S): სემესტრში ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა სემესტრში მისაღები კრედიტების რაოდენობაზე ΣCR=30 (ან სხვა, რამდენზეც იყო დარეგისტრირებული სტუდენტი): GPA(S) = Σ(GPA x CR) / ΣCR
6) აკადემიური წლის GPA(a). აკადემიურ წელს ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა აკადემიური წლის განმავლობაში მისაღები კრედიტების რაოდენობაზე (რამდენზეც იყო დარეგისტრირებული სტუდენტი): GPA(a) = Σ(GPA x CR) / ΣCR
7) დიპლომის GPA. პროგრამის GPA(p). პროგრამით სწავლის პერიოდში ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა პროგრამის კრედიტების რაოდენობაზე: GPA(p)= Σ(GPA x CR) / ΣCR. დიპლომის GPA უდრის პროგრამის GPA-ს.
თუ სტუდენტს არ აქვს მიღებული პროგრამისთვის დადგენილი კრედიტების რაოდენობა, მაშინ პროგრამის GPA =0.