გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა.
დაფუძნების პირველივე წელს ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეული „ანგელოზი“ ინვესტორები საქართველოში შექმნილ სტარტაპებს შეხვდნენ. ფიჩინგისა და პირისპირ ინტერვიუების შედეგად, პირველი მსხვილი დაფინანსება, 1 300 000 ლარი, სილიკონ ვადის „ანგელოზი“ ინვესტორისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით სტარტაპ Influence Georgia-მ მიიღო.
2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი გახდა თიბისი, რომელმაც სტარტაპებში ინვესტირების მსურველი „ანგელოზი“ ინვესტორებისა ან/და ორგანიზაციებისათვის ახალი პროდუქტი - სტარტაპ საინვესტიციო სესხი - შექმნა. სტარტაპ საინვესტიციო სესხი განკუთვნილია როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისათვის. სტარტაპ საინვესტიციო სესხი დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ დამატებითი სახსრები მათთვის საინტერესო სტარტაპის მხარდასაჭერად. სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო საშეღავათო პერიოდი - სესხის გაცემიდან 6 თვე, პროცენტის გადახდით. სტარტაპ საინვესტიციო სესხის მისაღებად საჭიროა სტანდარტული სასესხო ხელშეკრულებისთვის საჭირო პროცედურების გავლა. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ www.tbcbank.ge-ს.
ასევე, 2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და
ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის
ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი
უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის
მნიშვნელოვანი წევრია. BTU-ის წევრობა, გლობალური სტარტაპ ფონდის
კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის შედეგად
გაიზრდება ქართული სტარტაპების ცნობადობა საერთაშორისო
ეკოსისტემაში.
- იქონიოს წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან;
- დაესწროს ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძებებსა და კონფერენციებს;
- გაეცნოს უახლეს კვლევებსა და ლიტერატურას მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით;
- დაესწროს Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტების BTU-ში გამართულ ვებინარებს და ვორქშოპებს, სადაც ისინი გააზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას;
- ისარგებლოს ონლაინ მოდულით, რომელიც დამწყები ანტრეპრენერებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს სხვადასხვა რესურსებს და ხელსაწყოებს სტარტაპის განვითარებისთვის. აღნიშული მოდული MIT-ის ცნობილი საგანმანათლებლო აქსეელრატორის Delta V-ის ონლაინ, DIY “გააკეთე თვითონ” ვერსიაა.


მენი ბენიში
საქართველოს საპატიო ელჩი ისრაელში, ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, არქი ჯგუფის თანადამფუძნებელი, YTONG - საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ისრაელის ელჩების კლუბში. Benish Group დამფუძნებელი და დირექტორი. გაყიდვებსა და მარკეტინგში 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, მენი ბენიშის სპეციალიზაცია ონლაინ მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბრენდინგშია. აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ყოველწლიურად, მისი გუნდი ირჩევს ინოვაციურ სტარტაპებს და ახორციელებს მათში ინვესტირებას

დავიდ ზერა
ინვესტორი, სერიული ანტრეპრენერი, მენტორი და კონსულტანტი, რომელიც ეხმარება ახალ და იმედის მომცემ სტარტაპებს ციფრული მედიის, ელ. კომერციის, კორპორატიული თანამშრომლობისა და კომუნიკაციის სფეროებში. დევიდის პროექტებია Monday.com, Interactech.com, Touch-cast.com, Junojourney.com და ბევრი სხვა

ეალ ბარ-ოზი
ანტერპრენერი, ენჯელ ინვესტორი, გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება ელ.კომერციის ინდუსტრიაში. მარკეტინგის ექსპერტი, SAAS პლატფორმის, B2B და B2C სტრატეგიების ექსპერტი. ეალი არის პლატფორმების Webiz.com და 365dropship.com დამფუძნებელი, მენტორი და ბევრი სხვადასხვა პროექტისა თუ სტარტაპის შემქმნელი

შალვა დაუშვილი
Mission Gate-ხელმძღვანელი, ინვესტიციების სპეციალისტი საბანკო და კერძო კაპიტალის ინდუსტრიაში. “Mission Gate-ში" მუშაობამდე, იკავებდა “Georgia Capital-ის" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. “Georgia Capital-ის" გუნდის წევრობამდე, შალვას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ამერიკის Merrill Lynch-სა და საქართველოს ბანკში, ნიუ-იორკსა და თბილისში. არის CFA-ისა და FRM სტატუსის მფლობელი

Isaac Applbaum
დამფუძნებელი და პარტნიორი, MizMaa Ventures Limited; ბორდის წევრი, Asia Society; ბორდის წევრი, Him or Her; 8VC მრჩეველთა საბჭოს წევრი

Ted Tussing
Stock Farm Ventures- ის ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური ინვესტიციის ფონდის დამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი, Triventures მრჩეველი, ხვადასხვა ადრეულ ეტაპზე მყოფი სამედიცინო კომპანიების ბორდის წევრი, არის მრჩეველი და ბიზნესის განვითარებაში ეხმარება კომპანიებს: OrthoRPM (San Diego, CA), HydroNet.Tech (Boston, MA), ClearCost Health (Palo Alto, CA), Vivio Health (San Leandro, CA). სტენფორდის უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის გლობალური ჯანმრთელობის მრჩეველთა საბჭოს წევრი

ნინო კობახიძე
კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პარტნიორი და გენერალური დირექტორი. ნინო კობახიძე მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.

დავით თუშიშვილი
რეგიონში ყველაზე დიდი სამუშაო სირვცის - ტერმინალის თანადამფუძნებელი. დავითი დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას კომპანია Tushiconcept-ის ჰოლდინგში წარმატებით იყენებს. Tushiconcept ჰოლდინგი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა სფეროსა და ბიზნეს სექტორში, მათ შორის სასტუმრო ბიზნესის, ლოგისტიკის, გადაადგილების სერვისის, საგანმანათლებლო პროექტების IT სექტორში და სხვა.

ქეთი ქვარცხავა
ადვოკატი და საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი. ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი დირექტორი, ლონდონის საარბიტრაჟო პალატის Chartered Institute of Arbitrators (MCIrb) წევრი და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის გამგეობის წევრი. ჩართულია საქართველოს კანონმდებლობის შემმუშავებელი ჯგუფების მუშაობაში.

გიორა ინბარი
მეწარმე და ბიზნესმენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სამრეწველო კომპანიების მართვის დიდი გამოცდილებით. "Kaman Holding"-ის თანა-დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს 30 ინდუსტრიულ, სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ კომპანიას. ჰოლდინგის შვილობილია კომპანია "Mendelson Ltd", სადაც გიორა ინბარი ხელმძღვანელობდა 8 კომპანიის სავაჭრო და ოპერაციულ მიმართულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. გიორა ინბარი არის სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია "Ofaky Denish"-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

რონენ მარკოვიჩი
კომპანია "Eshel, Marcovich & Cohen"-ის დამფუძნებელი და მმართველი. უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია "Boyya – Invest LLC"-ის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. უძრავი ქონების მიმართულებით არაერთი საინიციატივო კამპანიის მენეჯერი და პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ტეხასსა და ნიუ-იორკში). ქვეითი ბატალიონის მეთაური რეზერვში. ქალბატონი ლინ შნაიდერის რწმუნებული ისრაელში, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია Yeladim Shelanu-ში და Schneider Children’s-ის სამედიცინო ცენტრში. "Sami Shamoon College of Engineering"-ის სამეურვეო საბჭოს წევრი.

იარონ შაინმანი
ბოაზ ინბალი
wix.com ერთერთი დამფუძნებელი და მისი ინოვაციური ცენტრის გენერალური მენეჯერი.
→Wix.com უზრუნველყოფს ვებგვერდების შესაქმნელ ბლატფორმას მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლისთვის. ინოვაციური ცენტრის მიზანია ინოვაციური და ნიჭიერი სტარტაპების აღმოჩენა და ახალი პროდუქტების/სერვისების განვითარება. ბოაზ ინბალს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მულტიდისციპლინარული და მულტიკულტურული პროექტების მართვის.
- Lingwing - უცხო ენების შესასწავლი ონლაინ პლატფორმა. აპლიკაციის შემქმნელები აცხადებენ, რომ აპლიკაციის ერთი საათის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია უცხო ენაზე მარტივი წინადადებებით საუბარი.
- Echo - სტარტაპი, რომელმაც შექმნა ტექნოლოგიური გადაწყვეტილება სმენადაქვეითებული ადამიანების კომუნიკაციისთვის. 466 მილიონიანი სეგმენტისთვის, გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო თუ სხვა მიზნებისთვის.
- Gymstinct - სტარტაპი, რომელმაც შექმნა ფიტნეს ტექნოლოგია და თანამედროვე ინტელექტუალური თუ ციფრული შესაძლებლობებით ამდიდრებს მომხარებელთა გამოცდილებას.
- Influence Georgia - მონაცემებზე დაფუძნებული ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან ადამიანებს დააკავშირებს მათ ბიზნესთან.
- Deep Whale Search (DWS) - სტარტაპი, რომელმაც შეიმუშავა ინსტრუმენტი კრიპტო ტრეიდერებისთვის და ანალიტიკაზე მომუშავე კომპანიებისთვის. კომპანიას აქვს ალგორითმი რომელიც ეძებს ყველაზე პოპულარ ბლოკჩეინს, ტრანზაქციებს და ქმნის სისტემის ბაზას.
- My Doc - სტარტაპი, დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაზე, რომელიც აერთიანებს საკომუნიკაციო სისტემებს და სამედიცინო გამოცდილებას.
- B2C - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ელექტრონული კომერციის პლატრორმა, რომელიც 5 წუთში გამზადებულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.
- Mostat - სტარტაპი, რომელიც აწარმოებს ჭკვიან გადაწყვეტილებას გათბობის სისტემების განრიგის ოპტიმიზაციისთვის.
- Skitty NFC სტარტაპი, რომელმაც შექმნა დროებითი ტატუ, რათა საშუალება მისცეს მფლობელს გადაიხადოს POS ტერმინალებზე, მასში ჩაწეროს სხვადასხვა ორგანიზაციის საშვი თუ აბონემენტი.
- Optio AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირადი ფინანსური მრჩეველი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ჩათბოტების საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს.
- Phubber App - “ფაბერი” – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის
- Lingwing.com - უცხო ენების შესასაწავლი ინტერაქტიული აპლიკაცია
Lingwing.com-ზე 170 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული და 250%-იანი ყოველწლიური ზრდა აქვს. ამ წელიდან კომპანია 4 ახალ უცხოურ ბაზარზე შესვლას აპირებს.
- Biliki App - უფასო, პერსონალიზებული მოგზაურობის გზამკვლევი აპლიკაცია
- New Technologies and Innovation Group LLC (Best Offer)
- Villam